თეგებით ძიება

"თურმე სამების აშენებაში ვინც იღებდა მონაწილეობას, მას უნდა დავუწესოთ სანქციები" - ირაკლი ქადაგიშვილი

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი EPP-ს რეზოლუციას აკრიტიკებს.

"თურმე ევროკავშირში ლობირება უნდა გავუწიოთ იმ გადაწყვეტილებას, რომ სამების ტაძრის აშენებაში, ანუ ცივილიზაციურ მშენებლობაში ვინც იღებდა მონაწილეობას, იმ ადამიანს, როგორც რუს ოლიგარქს უნდა დავუწესოთ სანქციები. თურმე ის ადამიანები, ვინც პუტინისეული საპრეზიდენტო რესპუბლიკა დააფუძნა საქართველოში და ვინც რუსულ აგრესიას პირდაღებულები შეხვდნენ, ვინც ციხეებში წამება, ქონების ჩამორთმევა და ათასი უბედურება გამოატარა ამ ქვეყანას იმიტომ, რომ ტროცკისტული მეთოდებით ახალი ქართველის ინჟინერია მოეხდინათ და ახალი ქართველი "გამოეყვანათ", თურმე ესენი არიან ევროპელები"- თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა