თეგებით ძიება

"პრეზიდენტს ამ მოდელის პირობებში სიტყვა არ ეთქმის" - წულუკიანი

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტს სიტყვა არ ეთქმის.

"პრეზიდენტს ამ მოდელის პირობებში სიტყვა არ ეთქმის, იმასთან დაკავშირებით ვინ იქნება უკეთესი, რომელ ქვეყანაში თავისი გამოცდილებიდან და უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე. ამის საპირისპიროდ, ჩვენ საქართველოს მთავრობას, რამდენჯერმე გვქონდა შემთხვევა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა ამა თუ იმ კანდიდატურის საკითხთან დაკავშირებით, ხელმოწერაზე უარი განაცხადა", - განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა