თეგებით ძიება

"ეს ქალი არის სამარცხვინო..." - ზარქუა ომბუდსმენს ბოდიშის მოხდას სთხოვს

დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ნიკა გვარამიას დაუსაბუთებელ და პოლიტიკურ განაჩენთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის დასკვნას ეხმაურება.

"ქალბატონ ლომჯარიას მე ვურჩევდი, რომ რაღაც ადეკვატური თემებით დაკავდეს. რატომ ფიქრობს აპრიორი შეწყალებაზე რატომ მიჰყავს საქმე. იქნება და ბატონ გვარამიას აქვს საფუძველი იფიქროს, რომ მართალია და მეორე ინსტანციაზე იდავოს. თუ არა და აგერ არის საერთაშორისო არბიტრაჟი, პირდაპირ შეწყალებაზე რატომ გადავიდა, არ არის ეს თემა მისი, შეეშვას.

მე მახსოვს, ქალბატონი ლომჯარია, როდესაც უკრაინის სახალხო დამცველი რომ დარბოდა ჩვენთან ეზოებში, რადამ გაუშვა. რატომ გაუშვა, იმიტომ რომ ცრუ ბრალდებები ვერ დაამტკიცა, ეს ქალი არის სამარცხვინო და გააგდო უკრაინის რადამ. აი ასეთ ადამიანებზე დაყრდნობით მერე საქართველოს ხელისუფლებას და ჩვენს სახელმწიფოს, რა სიტყვებით და რა ეპითეტებით ამკობდა ქალბატონი ლომჯარია. ბოდიში მოიხადოს და მიხედოს საკუთარ საქმეს", - ამბობს ზარქუა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა