თეგებით ძიება

ერთი ხელმოცარული დიპლომატი ხარ, იჭიჭყინე იქ და იყავი.. ამოვიდა ყელში თქვენი ქედმაღლობა - ზარქუა სამადაშვილს

“ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ზარქუა კოლეგა, სალომე სამადაშვილის კრიტიკულმა კითხვებმა გააღიზიანა. სალომე სამადაშვილის თქმით, ტყუილები „ქართული ოცნების“ ხელწერაა და გამონაკლისი არც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილია.

“ქალბატონი სამადაშვილის მოსმენა ხშირად მიწევს ხოლმე. ვერ ვხვდები, რამე დავაშავეთ ამ ქალბატონის წინაშე?! რა ტონალობაში გველაპარაკება და მისი გამოსვლით ყოველთვის შეურაცხყოფას რატომ გვაყენებს? ერთი ხელმოცარული დიპლომატი ხარ – ეს ყოველთვის მინდოდა მეთქვა! ხელმოცარული დიპლომატი ხარ, თანაც ყოფილი, რომელმაც 2008 წელს, სადაც რუსეთის აგრესიამ ჩვენი ტერიტორიების 20% შეიწირა, ჩვენი გმირი ბიჭები შეიწირა, ჩვენს უამრავ დედას შავები ჩააცვა, შენ იმდენი ვერ მოახერხე, სანქცია ვერ დაგიწესებია ერთი სახელმწიფოს მხრიდან. იმდენი გააკეთე, რომ ევროსაბჭოში რეზოლუცია მიაღებინე შენს გუნდს და მხარი დააჭერინე, სადაც ქართველი ბიჭები ომის ესკალაციაში დაადანაშაულე. რა ტონალობაში გველაპარაკები ქალბატონი სალომე… ამოვიდა ყელში თქვენი ქედმაღლური ისინი… კეთილი ინებე და ადეკვატური იყავი, არაფერი სასახელო არ გაგიკეთებიათ თქვენ 2008 წელს, ხელმოცარული დიპლომატი ხართ, მეტი არაფერი და ეს იცოდეთ“, – მიმართა ზარქუამ სალომე სამადაშვილს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა