თეგებით ძიება

საზღვარგარეთ არ გავაკეთებ განცხადებებს შინაურ საქმეებზე - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც სახელმწიფო ვიზიტით იტალიაში იმყოფება, ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი არ გააკეთა სახალხო დამცველის მოწოდებაზე, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით.

„ჯერ ერთი, პასუხი არ მევალება და არ ვაკეთებ საზღვარგარეთ განცხადებებს შინაურ საქმეებზე და მით უმეტეს შეწყალებაზე, რომელიც არის ჩემი დისკრეციული უფლება და კომენტარებს არ ვაკეთებ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ნიკა გვარამიას საქმეზე პრეზიდენტს მიმართა შეწყალების უფლება გამოიყენოს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა