თეგებით ძიება

გვარამია არის ჟურნალისტიკას ამოფარებული “ნაცმოძრაობის” დამნაშავე ლიდერი - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ნიკა გვარამია არის ჟურნალისტიკას ამოფარებული “ნაცმოძრაობის” დამნაშავე ლიდერი.

„სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ასეთი მიდგომები არსებობს, მით უმეტეს ომბუდსმენს ალბათ, ყველაზე მეტად მოეთხოვება დაბალანსებული და სამართლიანი განცხადებები გააკეთოს თავის მანდატის ფარგლებში. რა თქმა უნდა, მას უფლება აქვს რეკომენდაციით მიმართოს პრეზიდენტს, მაგრამ ჩვენ უნდა ვნახოთ რასთან გვაქვს საქმე და საქმე გვაქვს იმასთან, რომ არსებობს გამოძიებით დადასტურებული ფაქტები.

სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ არაერთი მხრიდან მცდელობას, რომ გვარამია, რომელიც გახლდათ პოლიტიკური ფუნქციონერი, რომელსაც აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა უმძიმეს დანაშაულებზე, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, ის პროკურორის პოზიციაზე მუშაობისას პირდაპირ ამართლებდა რეიდებს ტელევიზიებში. სინამდვილეში ის არა თავისუფალი ჟურნალისტი, თავისუფალი მედიის მენეჯერი, არამედ ჟურნალისტიკას ამოფარებული “ნაციონალური მოძრაობის” დამნაშავე ლიდერი გახლავთ. ეს გადაწყვიტა სასამართლომ, სადაც მას ჰქონდა საშუალება საკუთარი არგუმენტები წარმოედგინა,” - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალოს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა