თეგებით ძიება

გვარამია უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდა პრეზიდენტს, პრეზიდენტის ინსტიტუტს და ახლა მათგან ელოდება შეწყალებას - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ნიკა გვარამიას შეწყალებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

„არ შეიძლება გვარამიას შეწყალების მოლოდინებზე ვილაპარაკოთ, წარმოუდგენელია.
ადამიანი, რომელიც უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდა პირადად პრეზიდენტს, პრეზიდენტის ინსტიტუტს, ახლა მათგან ელოდება შეწყალებას. ეს ლოგიკური არ მგონია, მაგრამ ჩემი პირადი აზრით, ჯერ ჩვენ უნდა გავიხსენოთ ის ადამიანები, რომლებიც არა 7 მილიონისათვის, არამედ რამდენიმე ათასი ლარის ზიანისთვის სხედან ციხეში. თუ შესაწყალებელია, დაიწყოს იქიდან და შემდეგ გადავიდეთ მილიონების გამფლანგველზე, მიმთვისებელზე, არასწორად განმკარგავზე, თუ მილიონებით დამზიანებელზე“,- აღნიშნა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველი პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების წინადადებით მიმართავს. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად დაუსაბუთებელია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა