თეგებით ძიება

ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან ვარსკვლავთბიჭუნა ზარქუა 24 რიცხვამდე მაინც, იქნებ მოაშოროთ ტელეეკრანებს - ლევან ხაბეიშვილი უმრავლესობას

ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, სახალხო არტისტი, სახალხო მთქმელი, ვარსკვლავთბიჭუნა ზარქუა 24 რიცხვამდე მაინც, იქნებ მოაშოროთ ტელეეკრანებს, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატებს, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ მოხსენებას უსმენენ.

ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკის ნაცვლად პარლამენტი გადააქცია ღვარძლის, დაპირისპირების და პოლიტიკური შურისძიების ასპარეზად.

ამასთან, მან მმართველი პარტიის დეპუტატებს შეახსენა, რომ „ამავე დარბაზიდან გასცემენ ხოლმე მათივე კოლეგების დაკავების ბრძანებას". ამ კონტექსტში ხაბეიშვილმა დაასახელა ნიკა მელიას, ბადრი ჯაფარიძის, თემურ ჯანაშიასა და დავით კირკიტაძის წინააღმდეგ აღძრული საქმეები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა