თეგებით ძიება

"რეზოლუცია პოლიტიკიდან გასულ ივანიშვილს, ქართული დემოკრატიის მტრად აცხადებს" - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება და აცხადებს, რომ რეზოლუცია პოლიტიკიდან გასულ ივანიშვილს ლამის ქართული დემოკრატიის მტრად ასახელებს.


"პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლებისკენ მოწოდების ფონზე, ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკიდან გასულ ბიძინა ივანიშვილს ლამის ქართული დემოკრატიის მტრად აცხადებს და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს", - აცხადებს კობახიძე.


შეგახსენებთ, ევროპარლამენტის რეზოლუციაში საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ, შესწორება შევიდა, რომლის მიხედვითაც ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას მოითხოვენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა