თეგებით ძიება

მოვუწოდებ პრეზიდენტს, 24 ივნისამდე მიიღოს გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით - ხატია დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, საქართველოს შესახებ ასეთი მწვავე მოსმენები ევროპარლამენტში არ ყოფილა და ამიტომ, პრეზიდენტს მოუწოდებს, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშიკრებით გადაწყვეტილება 24 ივნისამდე მიიღო.

"ეს 2 კვირა უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველომ არ დაკარგოს ევროინტეგრაციის შანსი. ეს 2 კვირა უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ გათავისუფლდეს ნიკა გვარამია და ამისთვის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მე მას მოვუწოდებ, 24 ივნისამდე მიიღოს გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას შეწყალებაზე", - განაცხადა დეკანოიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა