თეგებით ძიება

გრიფით საიდუმლო მასალები ვრცელდება - რა ინფორმაციამ გაჟონა სააკაშვილზე?

საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საიდუმლო მასალები ვრცელდება. "იმედმა" ექსპრეზიდენტზე გრიფით საიდუმლო მასალები მოიპოვა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის და ევროპარლამენტარ რაფაელ გლუქსმანის ერთობლივი მოგზაურობის ხარჯებია ასახული, მათ შორის არის ვიზიტები ლას-ვეგასში, კორსიკასა და ტაილანდში.

მაგალითისთვის, ლას-ვეგასში გლუქსმანის, სააკაშვილისა და იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების ფრენა და 5-ვარსკლავიან სასტუმროში განთავსება და კვება ბიუჯეტს თითქმის 67 000 ლარი დაუჯდა. ასევე, ტაილანდში ფრენა და ექსკლუზიურ სასტუმროში განთავსება 89 000 ლარზე მეტი.

რაფაელ გლუქსმანი 2012 წელს სააკაშვილის მრჩეველი იყო, ახლა ის ევროპარლამენტარია და საქართველოს ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩევა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა