თეგებით ძიება

"საჯიჯგნად არავის მივუგდებთ ბიძინა ივანიშვილს. ნახავთ, როგორ დადგება საქართველო ფეხზე" - უცნობი

მომღერალი, გია გაჩეჩილაძე (უცნობი) ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დასახავად ზღვა ხალხი დადგება.

"30 წელია საქართველოს მოსახლეობა და ქართველი ხალხი ყველაფრის საქმის კურსშია და ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება, სად არის სიმართლე და სად არის ტყუილი. ვისაც არ უნდა უნდოდეს და როგორც არ უნდა უნდოდეს, თავს არავის მოვატყუებინებთ. პირველ რიგში, ჩვენ საკუთარ ქვეყანას დავიცავთ, ეს არის ომში ჩათრევის კიდევ ერთი მცდელობა, ბიძინა ივანიშვილისა და მთელი საქართველოს შანტაჟი. საჯიჯგნად არავის მივუგდებთ ბიძინა ივანიშვილს - ყველა ნახავს, როგორ დადგება საქართველო ფეხზე და როგორი მტკიცე იქნება ჩვენი ერთობა. ეს რას ნიშნავს, ანუ, ამომრჩევლების უდიდესი ნაწილის წინააღმდეგ წავიდნენ ამ რეზოლუციით? პირობას ვიძლევით, მათ კიდევ არ იციან, რა არის საქართველო" - აცხადებს უცნობი.


შეგახსენებთ, ევროპარლამენტის რეზოლუციაში საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ, შესწორება შევიდა, რომლის მიხედვითაც ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას მოითხოვენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა