თეგებით ძიება

როგორც ჩანს მელია პოლიტიკურ არდადეგებზე ჰყავდათ - ალუდა ღუდუშაური

ნიკა მელიას მხრიდან "ნაციონალური მოძრაობის" აქციის დაანონსებას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური ეხმაურება და ამბობს, რომ
მელია ფორმალური თავმჯდომარეა.

"გამოჩნდა მელია? მოკითხვა გადაეცით. როგორც ჩანს, პოლიტიკურ არდადეგებზე ჰყავდათ გაშვებული და გამოაჩინეს. ფორმალური თავმჯდომარე საჭიროა, ხანდახან ალბათ, განცხადების გაკეთებასაც აიძულებენ. ამ ქვეყანაში აღარავის ახსოვს ვინ არის მელია, რომ არა ხანდახან მისი გაკეთებული განცხადებები” – აცხადებს ღუდუშაური.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მალე ერთი კაცის პარტია გახდება. ამასთან, მისი მტკიცებით, მაქსიმალური რაც შეუძლია “ნაციონალურ მოძრაობას” ესაა შეკრიბონ ამომრჩეველი ოფისში. “მეტი რესურსი მათ არ აქვთ”

“ნიკა მელიამ რა ვადა უნდა დააწესოს, განულებულია, პარტიაშიც არავინ არაფერს ეკითხება, მისი სიტყვა არ გაიშვას არსად, ერთი ცრუპენტელა ფორმალური თავმჯდომარეა რადიკალური ოპოზიციური პარტიის. გადაეცით ყველას, კარგად გააცნობიერონ, ქართველ ხალხს აქვს ძალიან დიდი მოთმინება, მაგრამ როცა მიგითითებს პოლიტიკიდან წასვლაზე, როგორც 2012 წელს მიუთითეს და მას შემდეგ მათ აქციებზე არ უნახავს არავის ვიწროპარტიული აქტივის გარდა ვინმე, შეეგუონ რეალობას და გააცნობიერონ, რომ ოპოზიციაში ყოფნა არის, მათ შორის, პასუხისმგებლობა. თუ ამას ვერ გააცნობიერებენ, მათ ოფისშიც ისევე ჩაქრება შუქი, როგორც „ევროპული საქართველოს“ ოფისში, ერთი კაცის პარტიად რომ გადაიქცა. ასეთი მომავალი აქვს „ნაცმოძრაობას“. ეს ძალიან მალე იქნება და იქაც არ იქნება მელიასთვის ადგილი.” – აცხადებს ღუდუშაური.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა