თეგებით ძიება

"რას ბედავთ? ქვეყნის სახელით ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ?" - ლომჯარია ხუნდაძეს

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია „ქართული ოცნების“ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას ეხმაურება და წერს:

„რაო? რას ბედავთ თქვენ?! საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ და კონსტიტუციამ უკვე გადაწყვიტა ევროპული არჩევანი. ამ ქვეყნის სახელით ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ?“, – წერს ლომჯარი.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს “ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით” მიიღებს, როგორც რეზოლუციაშია, საქართველომ სტატუსზე უარი უნდა თქვას.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა