თეგებით ძიება

არ არის პარტიის ოფიციალური პოზიცია – ვოლსკი ხუნდაძეზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ დიმიტრი ხუნდაძის განცხადება „ქართული ოცნების“ ოფიციალური პოზიცია არაა.

„არავითარი ვნებათაღელვა ამ განცხადებამ არ გამოიწვია. საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ ასე ფიქრობს, რომ უსამართლობის ატმოსფეროში ყოფნა არ შეიძლება, რომ უსამართლოა რეზოლუცია, რომელიც იყო მიღებული საქართველოსთან დაკავშირებით და აბსოლუტურად შეუსაბამოა მასში ასახული ფაქტობრივი მონაცემები. მე ვფიქრობ, ხუნდაძემ ამაზე გარკვეული მოსაზრებები გააჟღერა, თუმცა ეს არ არის პარტიის და პოლიტიკური გუნდის ოფიციალური პოზიცია.

ჩვენ გადაწყვეტილებას ველოდებით, რომელსაც ევროკავშირის პოლიტიკური ელიტა მიიღებს. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება დღეს მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინებით იქნება მიღებული, ანუ საქართველოს ექნება პოლიტიკური მხარდაჭერა და წევრობის კანდიდატი გახდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა