თეგებით ძიება

"ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ჩვენს მომავალს“ - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ყვეფერს გააკეთებს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.

"ვიმყოფები ბრიუსელში, სადაც ჩამოვედი ჩემი ოფიციალური ვიზიტით იტალიის შემდეგ იმისთვის, რომ ბოლო ძალისხმევა არ დამეშურებინა ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად. სამწუხაროდ, ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და კიდევ უფრო სამწუხაროდ ამ რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლებო გუნდიდან, რომელიც რეალურად არ მაძლევს საშუალებას, ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა დღეს. მინდოდა ჩასვლა საფრანგეთში, პოლონეთში და შესაძლებელია კიდევაც უკრაინაში, რომელთან ერთადაც ვართ ამ საქმეში და რომლის მადლიერიც უნდა ვიყოთ, რადგან არ იქნებოდა ეს დაჩქარებული კანდიდატურის პროცესი, მაგრამ ამ მოგზაურობაზე უარი მივიღე. ამ უარის შემდეგ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, ჩავთვალე, რომ ალბათ, არ არის მიზანშეწონილი. ეს არ არის ის საქმე, სადაც მარტო მე შემიძლია გადავარჩინო მთავრობის უმოქმედობა.

ვთვლი, რომ ვარ პასუხისმგებელი კონსტიტუციის წინაშე, რამეთუ კონსტიტუციის 78-ე მუხლი მავალდებულებს, რომ ყველაფერი გავაკეთო, რაც შესაძლებელია, იმისთვის, რომ წინ წავწიოთ ეს პროცესი. არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი. არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. არავინ არ არის იმის ფასად, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვათ. ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა