თეგებით ძიება

ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ პარტნიორებთან ერთად, რომ "ქართულ ოცნებას" არ აუხდეს ოცნება - ნიკა მელია

დარჩენილ ამ ორ კვირაში, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ქართულმა დემოკრატიულმა ოპოზიციამ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ ქართულ ოცნებას არ მივცეთ შესაძლებლობა აუხდეთ მათი ოცნება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესთან, კარა მაკდონალდთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში, ზეწოლა მედიაზე და პროდასავლური კურსიდან შესამჩნევი გადახვევა იყო თემები, რომლებზეც ამერიკელმა დიპლომატმა თბილისში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა.

"არაფერი არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი გარდა ჩვენი ქვეყნის იმ უმნიშვნელოვანესი ევროატლანტიკური კურსისა, რომელსაც საფრთხე დაემუქრა ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის გამო და დარჩენილ ამ ორ კვირაში, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ქართულმა დემოკრატიულმა ოპოზიციამ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ ქართულ ოცნებას არ მივცეთ შესაძლებლობა აუხდეთ მათი ოცნება. ოცნება, რომელიც ნამდვილად არ გულისხმობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას"- განაცხადა ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ

კარა მაკდონალდი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში უკვე შეხვდა მმართველი პარტიის ლიდერებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა