თეგებით ძიება

ბავშვმაც კი იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული - წულუკიანი რეზოლუციაზე

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრობს და მიიცნევს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება უსამართლოა.

"აღმოჩნდა სამწუხაროდ, რომ არის სამასიოდე ევროპელი ამ ევროპარლამენტში, რომელიც თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილს არ გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის კარგი საქმეები, ჩვენ კი ვფიქრობთ პირიქით და ვმსჯელობთ ფაქტებით. მათ შორის, დარწმუნებული ვარ, ბავშვმაც კი იცის და თვით "მთავრი არხის" ჟურნალისტმაც იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული და ეს სია იმდენად დიდია, რომ ეს თქვენი არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი ეთერი ამის ჩამოთვლას არ ეყოფა", - განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა 9 ივნისს მიიღო რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ. ის 5 პოლიტიკური ჯგუფის მიერ იყო ინიცირებული. დამტკიცებამდე რეზოლუციაში შევიდა შესწორება, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოწოდებას ეხება. დოკუმენტს მხარი 308 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 218 იყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა