თეგებით ძიება

მოცემულმა სიმბოლომ კარგად გაიაზროს, რას ნიშნავს, იყო სიმბოლო - წულუკიანი ზურაბიშვილზე ​

კულტურის მინისტრი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი არის სიმბოლო და მან "უნდა იცოდეს, რას ნიშნავს, იყო სიმბოლო".

"საქართველოს მთავრობა არის კონსტიტუციით პასუხისმგებელი საგარეო პოლიტიკაზე ჩვენს ქვეყანაში, ხოლო პრეზიდენტს ეს მრავალჯერ განმარტა ბევრმა სხვა ადამიანმაც, აქვს კონსტიტუციით სიმბოლური ფუნქცია. სიმბოლური ფუნქცია არ ნიშნავს ფუნქციის უქონლობას. სწორედ სიმბოლოები არის ხოლმე ჩვენი ერის ცხოვრებაში ხშირად გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ მოცემულმა სიმბოლომ კარგად გაიაზროს, რას ნიშნავს, იყო სიმბოლო, რა ნიშნავს, გქონდეს სიმბოლური როლი და რას ნიშნავს, იყო ხელისუფლების სამი სხვა შტოს შუაგულში, იმისათვის, რომ მოიპოვო ქართველი ერის ნდობა. ქართველი ერის ნდობის მოპოვება არ არის ადვილი, ამას სჭირდება შრომა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტმაც ბევრი უნდა იშრომოს, როგორც ჩვენ, რომ ჰქონდეს და შეინარჩუნოს ნდობა", - ამბობს წულუკიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა