თეგებით ძიება

"თუ პრეზიდენტი კრიმინალებს შეიწყალებს, ერი პასუხს მოსთხოვს“ - თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება უსამართლოა.

"აღმოჩნდა სამწუხაროდ, რომ არის 300-იოდე ევროპელი ევროპარლამენტში, რომელიც მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის კარგი საქმეები, ჩვენ კი პირიქით ვფიქრობთ. მათ შორის, დარწმუნებული ვარ, ბავშვმაც კი იცის და თვით „მთავარი არხის“ ჟურნალისტმაც იცის, რომ ივანიშვილს ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული და ეს სია იმდენად დიდია, რომ თქვენი არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი ეთერი ამის ჩამოთვლას არ ეყოფა,

შესაბამისად, დესტრუქციულ როლს ბიძინა ივანიშვილი კი არ თამაშობს, თქვენი აწ უკვე პატიმარი ხელმძღვანელი თამაშობს. რა თქმა უნდა, ის არ გათავისუფლდება, სანამ ყველა არ მოიხდის იმ სასჯელს, რომელიც უნდა მოიხადოს.

პრეზიდენტმა გადაწყვიტოს ის, რაც არის მისი გადაწყვეტილება და შემდგომ ასეთი თუ ისეთი გადაწყვეტილებისთვის, რა თქმა უნდა, ყველა აგებს პასუხს. პრეზიდენტს, შეიძლება, არ აქვს საგარეო პოლიტიკაში ბევრი ფუნქცია, არ აქვს თითქმის არავითარი ფუნქცია საშინაო პოლიტიკაში, მაგრამ შეწყალება არის 100%-ით მის ხელში.

ამიტომ, ველით, რას იზამს ქალბატონი პრეზიდენტი და თუ ის მიიღებს უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელსაც კრიმინალების შეწყალება ჰქვია, შემდეგ, რა თქმა უნდა, არ უნდა შეწუხდეს, თუ ქართველი ერი ამისათვის პასუხს მოსთხოვს“, - აცხადებს თეა წულუკიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა