თეგებით ძიება

"ფაქტობრივად დაადასტურა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება არ უნდათ" - გიორგი ვაშაძე ღარიბაშვილზე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებებით დადასტურდა, რომ მთავრობას კანდიდატის სტატუსის მიღება არ უნდათ.

"ფაქტობრივად დაადასტურა, რომ არ უნდათ კანდიდატის სტატუსის მიღება. მერე რა, თუ არ მოგვცემენო? მართლა ასე ფიქრობთ? საზოგადოებას მივმართავ. ანუ ხუნდაძისეული ღირსების გარანტიები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ევროკავშირის მიერ გარანტირებული ღირსება, საქართველო განვითარებული ქვეყანა? მეორე საკითხი, რაც უნდა ვთქვა - ფაქტობრივად, ამ განცხადებით კიდევ ერთხელ ეხმარება ევროგაფართოების სკეპტიკოსებს, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი", - თქვა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას უმნიშვნელო, სიმბოლური დოკუმენტი უწოდა, რომელიც "ტყუილებით არის გაჯერებული".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა