თეგებით ძიება

"დროა" ივანიშვილის გარდა, სახელმწიფო უწყებების სანქცირებასაც ითხოვს

მოძრაობა "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, პრემიერ ღარაბაშვილის მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ გუშინ გაკეთებული განცხადება, ღიად მოღალატეობრივია.
მისი თქმით, ოპოზიცია საპასუხოდ მოქმედებას აპირებს.

„გუშინ ირაკლი ღარიბაშვილისგან და რეალურად ბიძინა ივანიშვილისგან ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ღია მოღალატეობრივი განცხადება - ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი. ეს არ არის გადამეტებული სიტყვები, ჩვენ ვნახეთ, რომ ნელ-ნელა პროცესი, რომელიც მიდიოდა ევროკავშირის პერსპექტივის წინააღმდეგ, მივიდა იმ წერტილამდე, რომ ღარიბაშვილი ღიად გვეუბნება, კანდიდატობა არაფერს ნიშნავს და პრაქტიკულად ხელს უკრავს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან რამეს - ევროპულ პერსპექტივას“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიას განმარტებით, სანქციები უნდა შეეხოთ:

ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ 5 "ბიზნესოლიგარქს" –ხოშტარიას თქმით, ივანიშვილის სანქცირება ევროპარლამენტის რეზოლუციით უკვე ოფიციალურად დადგა ევროკავშირის დღის წესრიგში. გარდა ამისა, დროა ივანიშვილთან დაკავშირებული 5 "ბიზნესოლიგარქის" სანქცირებასაც ითხოვს, რაზეც უკვე მუშაობს ევროპელ პარტნიორებთან ერთად.

სასამართლო კლანს - მიზანი სასამართლო სისტემაში კლანის დარღვევა და პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტების განადგურებაა. ხოშტარიას თქმით, კონკრეტულ სიასა და ფაქტებს მიაწვდიან დასავლელ პარტნიორებს.

პროკურატურას - რომელიც დროას ლიდერის თქმით, ივანიშვილის პოლიტიკური ინსტრუმენტია. ხოშტარია აცხადებს, რომ ამ შემთხვევაშიც ადგენენ სიას პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტების სანქცირებისთვის

სუს-ს - რომელიც როგორც ძალადობის პოლიტიკური ინსტრუმენტი ასევე უნდა იყოს სანქცირებული

პოლიციას - რომელიც, ოპოზიციონერის თქმით, პოლიტიზებულია. სანქცირების მიზანი უწყების პოლიტიკური მარწუხებისგან გათავისუფლება იქნება.

"ჩვენ თავმოყვარე ერი ვართ, ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია მსოფლიოში, უძველესი კულტურით და ძალიან მაგარი ამაყი ხალხით. აქ ამპარტავნობაზე არაა საუბარი, მაგრამ ჩვენ ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ რაღაცას ვმათხოვრობთ და ვეხვეწებით ვინმეს. ეს საჯაროდ ვთქვი ბრიუსელშიც", - განაცხადა გუშინ პრემიერმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა