თეგებით ძიება

"საპრეზიდენტო კამპანიის დროსაც ვერ ვიგებდით რა უნდოდა, როდის, რას, რატომ ამბობდა" - კობახიძე ზურაბიშვილზე

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ TV იმედის ეთერში საქართველოს პრეზიდენტის შესახებ ისაუბრა.

"მე ნამდვილად არ ვიცი, რა უნდა პრეზიდენტს. ჩვენ უშუალოდ ვიყავით ჩართული მის საპრეზიდენტო კამპანიაში, 2 თვე გრძელდებოდა ეს პროცესი და ის 45 დღე რა უნდოდა, როდის, რას, რატომ ამბობდა ეს მაშინ სამწუხაროდ, ვერ გავიგეთ, თუმცა მაინც მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. ძალიან მძიმე განცხადება მოვისმინეთ. მორალურადაც ძალიან მძიმე იყო ეს განცხადება, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით", - განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა