თეგებით ძიება

თეორიულად, რაც რეზოლუციაში წერია, რომ გაიმეოროს საბჭომ, გვექნება მძიმე რეაქცია - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, "როგორც კი რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება, ყველა ყველაფერს შეაფასებს და დააფასებს იმასაც, რომ ჩვენ ჩვენი პატარა ქვეყანა დავიცავით და არ გავწირეთ განადგურებისთვის, ძალიან მარტივად და პირდაპირ რომ ითქვას".

"თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, საბჭომ გაიმეოროს იგივე, რაც თქვა ევროპარლამენტმა, ამას რა რეაქცია უნდა მოჰყვეს, წინასწარ ამაზე ლაპარაკი მიჭირს. გავიხსენოთ, რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში - ჩვენ უნდა გავუშვათ სააკაშვილი და გვარამია, უნდა დავსაჯოთ, სანქციები დავუწესოთ ბიძინა ივანიშვილს. წარმოიდგინეთ, თეორიულად ასეთი რამ რომ გაიმეოროს კომისიამ და საბჭომ - რა თქმა უნდა, ჩვენი მხირდან ამას, ბუნებრივია, ექნება ძალიან მძიმე რეაქცია.

ასევე იმაზე უნდა ვიმსჯელოთ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, ევროპარლამენტი კიდევ ევროპარლამენტია, მაგრამ აღმასრულებელმა სტრუქტურებმა ამ მიმართულებით თუნდაც ამის მეათედი რომ თქვან, ჩვენთვის ეს იქნება ძალიან მძიმედ მისაღები.

ერთს ვიტყვი, რომ სანამ უკრაინაში ომი გრძელდება, მანამდე ასეთი პატარა უხერხულობები გვექნება ჩვენს პარტნიორებთან, თუმცა, როგორც კი ეს ომი დასრულდება, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ყველაფერს შეაფასებს და დააფასებს იმასაც, რომ ჩვენ ჩვენი პატარა ქვეყანა დავიცავით და არ გავწირეთ განადგურებისთვის, ძალიან მარტივად და პირდაპირ რომ ითქვას", - განაცხადა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა