თეგებით ძიება

"ივანიშვილის სანქცირება, პირდაპირ არის ხალხზე დადებული სანქცია" - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ძალაშია ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ მისი ოჯახის კუთვნილებაში რჩებოდა მხოლოდ 200 მილიონი, დანარჩენი თანხა კი ქართუ ფონდში გადადის და ქველმოქმედებაზე იხარჯება.

“როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ რაღაცა შვეიცარიაში ანგარიში უნდა გაყინონ, თუ რა უნდა ქნან. ერთადერთი ლოგიკური სანქცია, პრაქტიკული უფრო სწორად, რაზეც მათ შეიძლება ისაუბრონ, ეს არის ხომ.. პრაქტიკულად ისედაც იქნებოდა ნებისმიერი სანქცირება პირდაპირ ხალხის დასანქცირება, ისედაც, 3 მილიარდი აქვს ამ კაცს დახარჯული ქველმოქმედებაზე მთელი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ აქ ნახეთ რა სიტუაცია გვაქვს, პირდაპირ დაასანქცირებენ ხალხს. ანუ, ბიძინა ივანიშვილს აქვს თავისი კონკრეტული თანხა 200 მილიონი, რომელიც არის ოჯახის განკარგულებაში, ყველა დანარჩენი თანხა, რაც შეიძლება შემოვიდეს, მათ შორის შვეიცარიიდან საქართველოში პირდაპირ ხმარდება ქველმოქმედებას. პირდაპირ ცდილობენ ხალხის სანქცირებას”, — ამბობს კობახიძე.

კობახიძე საუბრობს, რომ ივანიშვილის საქველმოქმედო თანხები ხმარდება ტაძრების მშენებლობას, თეატრების აღდგენასა და სხვა საქმეებს.

“ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, პირდაპირ არის ხალხზე დადებული სანქცია, იმ საქველმოქმედო პროექტებზე, რომელიც დღესაც ხორციელდება ქართუ ფონდის მიერ”, - ამბობს ის.

ამის შესახებ მან პარტია დროას მიერ დაანონსებული ვიზიტების შეფასებისას განაცხადა. როგორც კობახიძე ამბობს, არიან ადამიანები, რომლებიც თვალდახუჭული შეიძლება წავიდნენ ომზე. “მათ ქვეყანა არ უყვართ, ისინი თავისას ვერ გაიტანენ”, - აცხადებს ქართული ოცნების თავმჯდომარე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა