თეგებით ძიება

ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილის ნათქვამს, რომ არავის არ უნდა გადაყვეს საქართველოს პერსპექტივა - ალეკო ელისაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას შეფასებები კეთდება ოპოზიციაში. ოპოზიციონერი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილიამბობს, რომ სრულად იზიარებს პრეზიდენტის პოზიციას და მიიჩნევს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი არავის არ უნდა შეეწიროს.

"სრულად ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილის ნათქვამს, რომ არავის არ უნდა გადაყვეს საქართველოს პერსპექტივა და აქ გამონაკლისები არ უნდა იყოს. არავის არ უნდა გადაყვეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა და მორჩა, აქ წერტილი უნდა იყოს დასმული და არანაირი დათქმები არ უნდა იყოს,“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არ სჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობს საქართველოსთვის გარდა ევროპულისა და არ მიაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადაჰყვეს ქვეყანა ამ პროცესის წინსვლაში - არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა