თეგებით ძიება

ყველაფერს აეხდება ფარდა, ვიტყვით რეალურად რა ხდება - ვის ემუქრება კახა კალაძე?

თუ ევროპული საბჭოსა და კომისიის პასუხი რეზოლუციის მსგავსი იქნება, "ყველაფერს ფარდა აეხდება", - ამის შესახებ კახი კალაძემ კომენტარი მზიურის პარკში გააკეთა.

"როდესაც ისმის შეურაცხმყოფელი განცხადებები, როდესაც ხდება შეურაცხმყოფელი რეზოლუციის მიღება, რომელიც პირდაპირი შეურაცხყოფაა ქართველი ხალხის, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ამას მოჰყვება შესაბამისი პასუხები ყოველთვის. [...] ყველაფერს აეხდება ფარდა და ყველაფერს ვიტყვით რეალურად რა ხდება", - განაცხადა კალაძემ.

კალაძის აზრით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა სტატუსის მისაღებად, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, რომ სტატუსი მიიღოს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა