თეგებით ძიება

დესტრუქციულ ძალებს პატრონი მოუკვდათ - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე, საქართველოში პიტერ აკერმანის ვიზიტსა და რადიკალური ოპოზიციის გეგმებზე გაამახვილა ყურადღება.

„ცნობილი რევოლუციონერი და იდეოლოგი საქართველოში საჯაროდ, ღიად ჩამოვიდა, რათა დესტრუქციული მე-5 კოლონა „მშვიდობიანი რევოლუციის“, „მშვიდობიანი გადატრიალების“ მოსაწყობად მოემზადებინა. ცალკე თემაა, შემდეგ ამ კაცს რა მოუვიდა - მოკვდა ის კაცი, ე.ი. პატრონი მოუკვდათ ამ დესტრუქციულ ძალებს, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ყოველგვარი ჩავარდნის შემდეგ, როცა ქვეყანა ვერც ომში ჩააბეს და ვერაფერი ვერ გააკეთეს, უნდათ, რომ 20 ივნისს აქცია გამართონ, თითქოს, ევროკავშირის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. ამ აქციას ატარებს ძალა, რომელიც აქ ადამიანებს კლავდა, აუპატიურებდა, აწამებდა და ქვეყნის ტერიტორიებს, მოღალატეობრივად, ოკუპანტ ქვეყანას ურიგებდა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა