თეგებით ძიება

თუ ამას გააკეთებს, მოვალ ამ სტუდიაში, მოვიხდი ბოდიშს, ფიალით ცოტა ნაცარს მოვიტან და თავზე წავიყრი - ვისზე საუბრობს გუბაზ ზანიკიძე?

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ "სალომე ზურაბიშვილი იმ ემიგრაციის პროდუქტია, რომელმაც საქართველო მიატოვა".

“სალომე ზურაბიშვილმა რამე ფასეული თუ გააკეთა ვითარების განსამუხტად? რა პროცესი წამოიწყო, ყავას რომ სვამდნენ იქ, „ყავახანა“ და საჭორაო რომ გახსნა?დაელოდეთ სალომეს, ვისაც მისი იმედი გაქვთ. „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“ – ასეა ეს. იმ ემიგრაციის პროდუქტია, რომელმაც ეს ქვეყანა თავის დროზე მიატოვა. დაელოდეთ სალომეს, ის „იხსნის“ საქართველოს. პრეზიდენტი? იმპერატორი რომ დაარქვა, რისი გამკეთებელია? თუ ამას [შეიწყალებს სააკაშვილს] გააკეთებს, მოვალ ამ სტუდიაში, მოვიხდი ბოდიშს და ცოტა ნაცარს ფიალით მოვიტან და თავზე წავიყრი. ის არაფრის გამკეთებელია. ეს მაშინ შეიძლება გააკეთოს, როდესაც ბიძინას დაასანქცირებენ“, – განაცხადა სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა