თეგებით ძიება

"თავს გრძნობს სუსტად. სრულფასოვანი მკურნალობაც და კვებაც ხელმიუწვდომელია" - შოთა თუთბერიძე სააკაშვილზე

ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და არ უმჯობესდება.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამწუხაროდ, ჩემი აზრით არ უმჯობესდება, თუმცა ამაზე ექიმები ისაუბრებენ უფრო დაწვრილებით. დღეს არის დაგეგმილი ექსპერტთა მორიგი ვიზიტი, ჯანმრთელობის მდგომარეობის ექსპერტიზის ნაწილში და როგორც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია მოუთმენლად ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას.

თავს გრძნობს სუსტად. სრულფასოვანი მკურნალობაც და კვებაც ხელმიუწვდომელია და ჯერაც არ აღმდგარა, გარკვეული ელემენტები მკურნალობისა მიმდინარეობს, თუმცა სამწუხაროდ ის, რომ ამ დრომდე მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, იმის ინდიკატორია, რომ პოზიტიური ეფექტი ამ მიმართულებით არ გვაქვს“, - აცხადებს სააკაშვილის უფლებადამცველი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა