თეგებით ძიება

"როგორც ჩანს, სტატუსს პირობებით მიიღებენ უკრაინა და მოლდოვა, საქართველო კითხვის ნიშნის ქვეშაა" - ჟოზვიაკი

ჟურნალისტი, რიკარდ ჟოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს უკრაინა და მოლდოვა პირობებით მიიღებენ, საქართველოს საკითხი კი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

"დღეს ევროკომისიას ჰქონდა საორიენტაციო დებატები უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს წევრობის განაცხადზე. როგორც ჩანს, კანდიდატის სტატუსს პირობებით მიიღებენ მოლდოვა და უკრაინა, თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშაა საქართველო. გადაწყვეტილება იქნება პარასკევს, წევრი სახელმწიფოები კი საბოლოო განაჩენს მომდევნო კვირაში გამოიტანენ", - წერს რიკარდ ჟოზვიაკი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა