თეგებით ძიება

100%-ით რუსული დეზინფორმაცია არის, რომ აშშ-ს საქართველოს ომში ჩათრევა სურს - კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი რუსულ დეზინფორმაციას უწოდებს განცხადებებს, თითქოს ოფიციალურ ვაშინგტონს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და მისი ომში ჩათრევა სურს.

"ის განცხადებები, რაც ისმის, რომ თითქოს აშშ-ს საქართველოს ომში ჩათრევა ან მეორე ფრონტის ხაზის გახსნა სურს, ეს არის 100%-ით რუსული დეზინფორმაცია და ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს იმიტომ, რომ ამერიკას ყველაზე მეტად უნდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი შეჩერდეს და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ სანამ დაიწყებოდა საომარი მოქმედებები, ეს თავიდან აეცილებინა. აშშ-მ ამისთვის დიდი მუშაობა გაწია. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვინდა, რომ რომელიმე ქვეყანაში იყოს ომი და ზოგადად, ევროკავშირი და NATO არის ორგანიზაციები, რომლებიც უსაფრთხოებას, სტაბილურობას, მშვიდობასა და წარმატებას უზრუნველყოფენ. სწორედ ევროატლანტიკური სივრცის წევრობა ნიშნავს და არის გარანტი მშვიდობის და ზუსტად ეს გვინდა ჩვენც და ქართველ ხალხსაც. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვართ ერთგულები საქართველოს ამ მისწრაფებების", - აცხადებს დეგნანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა