თეგებით ძიება

"მე თქვენი ფეხები, ზურგი, ხელები, თმები, ლოყები და ყველაფერი მიყვარს..." - ვის მიმართავს ემოციურად დომენიკ მანგო?

სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს.

"ზურგზე ვაკოცებდი იმ ადამიანს, რომელიც მთელი დღე გლოვოს ჩანთას დაატარებს იმ ზურგით. მისთვის რომ მიღწევაა ეს სამსახური და ყოველი თეთრით მის მომავალს აშენებს. ფეხებს დავუკოცნიდი მას, ვისაც პიწკად, საგულდაგულოდ გაკრიალებული ფეხსაცმელები აცვია, რომელიც დიდი ხანი ეძება ბაზრობაზე, რომ მიმსგავსებული ყოფილიყო ორიგინალთან. დიდი სიყვარულით, მთელი გულით და სულით შევიგრძნობდი მის სიცოცხლით აღვსილ გაჭირვებას და იმედით მომცქირალ თვალებს მომავლისკენ. ნედლი სუნელების სუნით გაჟღენთილ, გაუხეშებულ ხელებს დავუკოცნიდი ახლა იმ ქალს, რომელიც ვაგზალზე ზის პატარა სკამთან და ყიდის იმ სუნელს. ლოყაზე მივიდებდი იმ ხელს და მთელი არსებით შევიგრძნობდი იმ მოხუცის არომატულ უხეშ ხელებს. თმებში მოვეფერებოდი იმ სტუდენტს, რომელიც სულ ცოტა ხანია რაც ჩამოვიდა დედაქალაქში. იაფად, თხილის ჩაბარებით ნაშოვნი ფულით, საგულდაგულოდ შერჩეულ, პატარა ნაქირავები ბინის კუთხეში რომ წევს ძველ დივანზე და ემბრიონის პოზაშია მოკუნტული ძველი ადიალის ქვეშ. ხო, იმ თმებში მოვეფერებოდი, რომელიც მოსჩანს გადაშლილი ძველ ბალიშზე. ლოყებს დავუკოცნიდი იმას, ვისაც საყვარლად ეკეცება ღიმილის დროს და თვალები უბრწყინავს. ისე უხდება ეს ლოყები, თხელი კანი იკეთებს ჩრდილებს ამ დროს. მე ყველგან ვარ! ყველაფერს ვგრძნობ, ვგრძნობ და მიყვარს.
მე თქვენი ფეხები, ზურგი, ხელები, თმები, ლოყები და ყველაფერი მიყვარს. ჩემო ძვირფასებო, ჩემო ლამაზებო...", - წერს დომენიკ მანგო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა