თეგებით ძიება

პირველი რესპუბლიკის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს

პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოქალაქეები იკრიბებიან, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან.

შეკრების შემდეგ, აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით სავარაუდოდ, მსვლელობას გამართავს.

აქცია - „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ორგანიზებით დაიგეგმა, რომელსაც პოლიტიკოსების ნაწილიც შეუერთდა.

ადგილზე შეკრებილებს მოტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.

ამასთან, ბანერები წარწერით: “კი ევროპას, არა რუსულ კანონს“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა