თეგებით ძიება

რეალური პროტესტი ქუჩაში არ გაჩერდება, ჩვენ არ შევეგუებით იმ რეალობას, რასაც ისინი გვთავაზობენ - იგორ ნარმანია

„რუსული ოცნება“ კიდევ ვერ იაზრებს, რომ რეალური პროტესტი ქუჩაში არ გაჩერდება. ჩვენ არ შევეგუებით იმ რეალობას, რასაც ისინი გვთავაზობენ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა, იგორ ნარმანიამ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ვხედავთ, რომ ყოველდღიურად იკრიბებიან ადამიანები. ისინი არ აპირებენ, რომ არსებულ რეალობას შეეგუონ, რომელსაც ცდილობენ, რომ შეგვაგუონ. ხვალაც მასკარადის გამართვას აპირებენ ძალით ჩამოყვანილი ადამიანებით, ამით თითქოს ეცდებიან, კიდევ ერთხელ ხელი შეუშალონ თბილისის ქუჩებში რეალურ პროტესტს, თუმცა ვერც ეს, ვერც რკინის ბარიკადები ამას ვერ შეაჩერებს.

რაც შეეხება დღევანდელ დღეს, დღესაც იქნება მსვლელობა. ყველა კარგად ხედავს, თუ როგორი შეშინებულები არიან, ვერსად ვერ გადაადგილდებიან სპეცრაზმის და გდდ-ს გარეშე, საკუთარ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომასაც კი ვერ ატარებენ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ქართველი ხალხი წინაშე მართლები არ არიან“, - განაცხადა იგორ ნარმანიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა