თეგებით ძიება

მთელმა ქვეყანამ იცის, რომ "ქართულ ოცნებას" 29 აპრილს ძალით მოჰყავს ხალხი, აშანტაჟებენ, რომ სამსახურიდან გაუშვებენ - გიორგი ვაშაძე

დარწმუნებული ვარ, ვინც ხვალ შეიკრიბება, იმ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა საერთოდ არ იზიარებს იმას, რასაც “ქართული ოცნება” აკეთებს. ამაში სრულად დარწმუნებული ვარ”, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა, სადაც მოქალაქეები აქციაზე „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ იკრიბებიან.

“საქართველოს გზა არის ევროკავშირისკენ, განვითარებისკენ და ამ კანონპროექტით, ეს ყველაფერი იკეტება, იხურება. ამიტომ ყველა უნდა შევიკრიბოთ ყოველთვის, იმისთვის, რომ საქართველომ, ეს ძნელბედობის სიტუაცია გადალახოს. ქვეყანა, ერი ყველა ერთიანია, ვინც არის ამ ყველაფრის წინააღმდეგ, ეს არის ივანიშვილი და მისი რაღაცა მომსახურე პერსონალი, რომელსაც პოლიტიკოსები ჰქვიათ. ამიტომ ყველა უნდა ვიყოთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერ აქციაზე.

რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, ღიად ვიტყვი, რომ კომიტეტის დანიშვნა ხელით მართული აქციის პარალელურად, ასევე, პროვოკაციის მცდელობა არის “ქართული ოცნების” მხრიდან და ვფიქრობ, რომ უნდა გადადონ ეს კომიტეტის სხდომა. ჩვენ პარლამენტის წევრები ვართ და აუცილებლად კომიტეტის სხდომაზე ვიქნებით. ამას თუ არ აკეთებენ, ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ. იმიტომ, რომ არ შეიძლება ხელით, ძალით მოგყავდეს ხალხი და პარალელურად კომიტეტს მართავდე, რომელიც ბუნებრივ პროტესტს იწვევს საზოგადოებაში”, - აღნიშნა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ვინც ხვალ შეიკრიბება, იმ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა საერთოდ არ იზიარებს იმას, რასაც “ქართული ოცნება” აკეთებს.

“მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ძალით მოჰყავთ კი არა, ხალხს აშანტაჟებენ, რომ სამსახურიდან გაუშვებენ და ათასს უბედურებას კადრულობენ. ეს ხომ მთელმა ქვეყანამ იცის და რანაირად დაიმალება, ეს ამბავი. "მარშრუტკებით", რომ აორგანიზებენ და ისე მოჰყვათ ეს ხალხი, ყველამ იცის, სიმართლე ეგ არის. მარტო არიან დარჩენილები განაცხადა ვაშაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა