თეგებით ძიება

GORBI-ს კვლევით, გამოკითხულთა 83,6% აცხადებს, რომ თუ დასავლეთი მოსთხოვს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას, საქართველო ომში არ უნდა ჩაებას

GORBI-ს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, შეკითხვაზე, თუ დასავლეთი მოსთხოვს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია, რესპონდენტთა უმეტესობა აცხადებს, რომ ქვეყანა ომში არ უნდა ჩაერთოს.

კერძოდ, გამოკითხის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

რესპონდენტთან 11,5% ამბობს, რომ საქართველო ომში უნდა ჩაებას; 83,6% აცხადებს, რომ საქართველო არ უნდა ჩაებას ომში; 4,9% კი ამბობს, რომ არ იცის.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ" ჩაატარა. 2022 წლის 2-დან 7 ივნისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1001 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 3 პროცენტს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა