თეგებით ძიება

ბიძინა ივანიშვილი ვერ დაისჯება სანქციებით, ადამიანს ქვეყნის სიყვარულის გამო სანქციებს ვერ დაუწესებენ - კახი კახიშვილი

უმრავლესობის წევრის, კახა კახიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ვერ დაისჯება სანქციებით, იმიტომ, რომ ადამიანს ქვეყნის სიყვარულის გამო სანქციებს ვერ დაუწესებენ.

"ეს ადამიანი არ არის მარტო, მას ჰყავს საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი საქართველოს მოსახლეობაში და მხოლოდ იმის გამო, რომ ვინმეს რამეს უნდა, ასე ვერ მოხდება. პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, საზოგადოება ყოველთვის ყველაფერს ხედავს", - განაცხადა კახიშვილმა Postv-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, რატომ არის, რომ ზოგიერთი ჩვენი დასავლელი პარტნიორი სხვანაირ ტონალობაში გვესაუბრება, რომელიც ცდება ყოველგვარ დიპლომატიური ეთიკის ნორმებს იმიტომ, რომ თავის დროზე ჩვენ ამის უფლება მივეცით, როდესაც არ უნდა მიგვეცა.

„2003-2012 წლამდე სანქციაზე საუბარი კი არა, საერთოდ არაფერზე იყო საუბარი, შექების მეტი არ ყოფილა იმ პერიოდში. მე პირადად ვიყავი მისული ევროკავშირის მაშინდელ ელჩთან დიმიტროვთან, მარტო მე კი არა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ექსპერტები ვიყავით, რომ ამ საელჩოს მოდერაცია გაეწია ხელისუფლებასა და მომიტინგეებს შორის, რომ რამენაირად 26 მაისს შეტაკება არ ყოფილიყო პოლიციასა და მომიტინგეებს შორის. სხვათა შორის, საელჩოში გაუკვირდათ, რას ნიშნავსო, ახლა თქვენ რას მთხოვთ, რომ მე ხელისუფლებას ვუთხრა, ზეიმი და აღლუმი არ ჩაატაროსო? თუ იქნება, კანონიერი იქნებაო, ასეთი მიდგომა ჰქონდათ მაშინ“, - განაცხადა კახიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა