თეგებით ძიება

მინდა შევახსენო ქალბატონ დეგნანს, ჩვენ ეს თემა ჰაერიდან არ მოგვიტანია - ირაკლი ზარქუა

უმრავლესობის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართავს:

„მინდა გამოვეხმაურო ქალბატონი დეგნანის განცხადებას ომთან მიმართებაში, რომ ეს არის რუსული პროპაგანდა, მადლობა ამ პოზიციისთვის, მე მაშინ მინდა შევახსენო ქალბატონ დეგნანს, ჩვენ ეს თემა ჰაერიდან არ მოგვიტანია. ჩვენ ამისკენ მოგვიწოდებდა უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, რომ მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას, ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩევლები, რომლებიც ამბობდნენ - რა ცუდია, რომ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" არ არიან ხელისუფლებაში, რადგან მეორე ფრონტი გახსნილი იქნებოდა. მაშინ ეს რა არის? ე.ი. ისინი რუსულ ინტერესებს ასახიერებდნენ? ანუ მათ უკან დგას რუსეთი? კითხვას ვსვამ. შეგიძლიათ ერთი თემა მითხრათ, რომ ჩვენი გუნდის წევრმა თქვა, რომ ამერიკას ომი უნდა?! ერთი მითხარით, ვინ თქვა?", - აცხადებს ზარქუა.

შეგახსენებთ, "განცხადებები თითქოს აშშ-ს საქართველოს ომში ჩათრევა ან მეორე ფრონტის ხაზის გახსნა სურს, 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა", - განაცხადა კელი დეგნანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა