თეგებით ძიება

ტყუილებზე დაფუძნებული ევროპა კი არა, საკუთარი ოჯახი არ მინდა - ალუდა ღუდუშაური

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ "თვითმიზანი არ არის ევროპა, რომ შევიდეთ იქ და შეურაცხყოფა მოგვაყენონ".

"სადაც უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღება, თუ ასეთი რამ მოხდა, სადაც შავზე თეთრს გეტყვიან, სადაც დაუსაბუთებელი და სიცრუეზე დაფუძნებული გადაწყვეტილება იქნება, სადაც კასტილიან ადამიანს და მეგისა ქარდავას დემოკრატიის მამებად მოიხსენიებენ, სააკაშვილს დემოკრატიის შუქურად და გვარამიას მედიის მეტრად, რა თქმა უნდა, რომ ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა და ჩვენ იმიტომ არ გვინდა, თვითმიზანი არ არის ევროპა, რომ შევიდეთ იქ და შეურაცხყოფა მოგვაყენონ და სიცრუის მთელი კასკადი პირდაპირ სახეზე ააფარონ ჩვენს მოსახლეობას, ასეთი რამ ჩვენ არ გვინდა.

[...] ეს რეზოლუცია როგორ უნდა იყოს ანგარიშგასაწევი, სადაც ტყუილები წერია და ტყუილებზე დაფუძნებული ევროპა კი არა, საკუთარი ოჯახი არ მინდა", -
აცხადებს ღუდუშაური "პალიტრანიუსის" ეთერში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა