თეგებით ძიება

"ომი საქართველოში არავის უნდა, მაგრამ ლაჩრად და უღირსად ცხოვრებაც არავის უნდა“ - მამუკა ხაზარაძე

"ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI) კვლევის შედეგებს ეხმაურება.

"ვნახე „GORBI-ის“ მიერ ჩატარებული კვლევა და ვეთანხმები მათ. იქ ჩანს, რომ თითქმის 90% არ უნდა ომი საქართველოში და ეს მართალია, არავის არ უნდა ომი. ომი საქართველოში არავის უნდა, მაგრამ ლაჩრად და უღირსად ცხოვრებაც არავის უნდა. ჩვენ უნდა გვქონდეს მკაფიო და ჩვენი ქვეყნის შესაბამისი პოზიცია, ეს პოზიცია უნდა იყოს ურყევი მტკიცე“, - აცხადებს პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი.

შეგახსენებთ, შეკითხვაზე: თუ დასავლეთი მოსთხოვს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია, რესპონდენტების 11,5% ამბობს, რომ საქართველო ომში უნდა ჩაებას, 83,6% რომ საქართველო არ უნდა ჩაებას ომში, 4,9% კი ამბობს, რომ არ იცის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა