თეგებით ძიება

არ არსებობს მეორე ფრონტის რისკი, საფრთხე - პრეზიდენტი "გორბის" კითხვებს აბსურდულს უწოდებს

არ არსებობს მეორე ფრონტის რისკი, საფრთხე. გორბის კითხვები ამ კუთხით აბსურდულია, - ასე ეხმაურება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუშინ, ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებული გორბის საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს.

"არ არსებობს მეორე ფრონტის რისკი, საფრთხე. გორბის კითხვები ამ კუთხით აბსურდულია. ნებისმიერ ქვეყანაში, ევროპაში თუ ამერიკაში, ასე რომ იყოს დასმული კითხვა, ყველა უპასუხებს, რომ არ უნდა ომი. ვის უნდა ომი? უკრაინელებს უნდოდათ? ის არის შიდა მოხმარებისთვის გამიზნული, რომ ხალხი ხელისუფლების შეცდომების შეფასებიდან გადაერთოს და საკუთარ ბედზე, უსაფრთხოებაზე იფიქროს, რაც სრულიად ადამიანურია ან კიდევ სხვა ახსნა აქვს, მაგრამ მირჩევნია, არ გავყვე ამ აზრებს. ეს ხომ არ არის იმისთვის, რომ სხვას ვასიამოვნოთ?", - განაცხადა ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა