თეგებით ძიება

ზურაბიშვილის მთავარი სურვილი ივანიშვილის რეპუტაციის გამოსწორება იყო - გიორგი კანდელაკი

"ევროპული საქართველოს" წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგის მთავარი სათქმელი ბიძინა ივანიშვილის შელახული რეპუტაციის გამოსწორება იყო.

"გუშინ სალომე ზურაბიშვილის ალბათ მთავარი სათქმელი, მთავარი სურვილი იყო ბიძინა ივანიშვილის დაცვა კრიტიკისგან და მისი რეპუტაციის გამოსწორება. ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რაოდენ მცდარი იყო ყველა ის მოწოდება და რაოდენ ცდებოდა ყველა ის ადამიანი, ვინც რაიმენაირ მნიშვნელობას ანიჭებდა და რაიმენაირ ლეგიტიმაციას ახდენდა სალომე ზურაბიშვილისა, რომელიც ყოველთვის, დეპუტატად გახდომის დღიდან პირადად ანგარიშვალდებული იყო ივანიშვილთან. გუშინ ზურაბიშვილმა საზოგადოებას კი არ მიმართა, არამედ მიმართა ბიძინა ივანიშვილს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რაოდენ გადამწყვეტი მნიშვნელობის არის სიცხადე პოლიტიკაში და რაოდენ დიდი ზიანის მომტანია ბუნდოვანება, აღრევა მორალური ორიენტირებისა", - განაცხადა კანდელაკმა.

გიორგი კანდელაკმა პრეზიდენტის მიერ 16 ივნისს დაანონსებულ აქციაზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, აღნიშნული აქციის მთავარი მიზანი საზოგადოებაში განხეთქილების შეტანა და ივანიშვილის რეპუტაციის გამოსწორებაზე ზრუნვაა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და პარტიებს 16 ივნისს ევროპის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა