თეგებით ძიება

ჩამტვრეული აქვს მალები - სააკაშვილის კვლევის შედეგები ცნობილია

მიხიელ სააკშვილისთვის თავის ტვინსა და ხერხემალზე ჩატარებული კვლევის შედეგები ცნობილია - შტატებიდან დოკუმენტი სააკაშვილის პირადმა ექიმმა რამდენიმე საათის წინ მიიღო.

"ტვ პირველს" გიული ალასანია უდასტურებს, რომ ამერიკელმა სპეციალისტებმა ექპრეზიდენტის სამედიცინო დოკუმენტაცია და კველვის შედეგები შეისწვალეს და დაზიანებები აღმოაჩინეს. პრეზიდენტს მალები აქვს დაზიანებული.

გიული ალასანია ფიქრობს, რომ ეს დაზიანებები პრეზიდენტს მაშინ მიაყენეს, როდესაც რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან იძულებით გლდანის დაწესებულებაში გადაჰყავდათ.

"ტრამვა, სავარაუდოდ მაშინ მიიღო, რუსთავის დაწესებულებიდან როცა გამოჰყავდათ იძულებით. მაშინ რაღაცა გადაუგრიხესო და კიდევაც აქვს კისერთად ჩამტვრეული ორი მალა“, - ამბობს გიული ალასანია.

თუ რა წერია დასკვნაში ამის შესახებ ”პირველებს“ ნევროლოგი ოთარ თოიძე ესაუბრა.

ექსპერტი აცხადებს, რომ სანამ დასკვნა არ გამოქვეყნდება დოკუმენტაციაზე საუბარი უჭირს, თუმცა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტაციაში ცვლილებებს ადასტურებს.

"დაზიანება კი არ არის აქ მნიშვნელოვანი, აქ მნიშვნელოვანია, თუ დაზიანება რის შედეგადაა. ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული - როგორც ხანდაზმულობის, ასევე სიმძიმის, ასევე ხანგრძლივობის შესახებ“. - ამბობს ნევროლოგი.

ოთარ თოიძემ პირველებს ისიც გაუმხილა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამერიკიდან გამოგზავნილი დოკუმენტები, საბოლოო დასკვნაში გათვალისწინებული აუცილებლად იქნება.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა