თეგებით ძიება

"ოფიციალურად სახის მძიმე დამბლა, რეალურად კი, "ფაიზერის" საფირმო ღიმილი/გვერდითი მოვლენა" - სოსო პავლიაშვილი ჯასტინ ბიბერზე

მომღერალი, სოსო პავლიაშვილი კოლეგის, ჯასტინ ბიბერის ავადმყოფობას "ტელეგრამზე" ეხმაურება. ბიბერს სახის მარცხენა ნაწილის დამბლა აქვს და მკურნაობის კურსს გადის.

"ოფიციალურად სახის მძიმე დამბლა, რეალურად კი, "ფაიზერის" საფირმო ღიმილი/გვერდითი მოვლენა. ან სალამი ალბერტ ბურლისგან“ – წერს პავლიაშვილი „ტელეგრამზე“.

მანამდე მომღერალმა, ჯასტინ ბიბერმა განმარტა, რომ მას რამსეი-ჰანტის სინდრომის გამო სახის მარცხენა ნაწილის დამბლა აქვს. მომღერალმა დაავადების გამო მსოფლიო ტურნე და სხვა სასცენო გამოსვლები გააუქმა.

მედიკოსების განმარტებით, რამსეი-ჰანტის სინდრომმა შესაძლოა გამოიწვიოს სახის დამბლა და სმენის დაქვეითება. უმეტეს შემთხვევაში დაავადების სიმპტომები დროებითია, თუმცა, შესაძლოა, მან მუდმივი სახეც მიიღოს.

ცნობისთვის, კოვიდვაქცინების, მათ შორის "ფაიზერის" ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გვერდზე შემდეგი სახის ინფორმაცია არის განთავსებული:

როგორ დავრწმუნდე COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის უსაფრთხოებაში?

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები რეკორდულად მცირე დროში შექმნილი უპრეცედენტო ურთიერთთანამშრომლობისა და დიდი ინვესტიციების შედეგია და სრულად აკმაყოფილებს უსაფრთხოების ყველა სტანდარტს.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების უსაფრთხოება მკაცრი რეგულირების პროცესს ექვემდებარება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების ავტორიზაციის მიღებამდე, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები გადიან მკაცრ ტესტირებას კლინიკურ კვლევებში იმის დასადასტურებლად, რომ ისინი აკმაყოფილებენ უსაფრთხოებისა და ეფექტურობის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.

ქვეყანაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების (SRAs) მხრიდან ავტორიზებული ვაქცინების დანერგვა ვაქცინის ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გარანტიაა.


\"ოფიციალურად სახის მძიმე დამბლა, რეალურად კი, \"ფაიზერის\" საფირმო ღიმილი/გვერდითი მოვლენა\" -  სოსო პავლიაშვილი ჯასტინ ბიბერზე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა