თეგებით ძიება

თბილისის პარალელურად აქცია 20 ივნისს ბათუმშიც გაიმართება

თბილისის პარალელურად, აქცია "შინ, ევროპისკენ" 20 ივნისს ბათუმშიც გაიმართება.

"ივნისის ბოლოს ევროკავშირი საქართველოს კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს.

ევროპა ქართველების ისტორიული არჩევანი და მისწრაფებაა, რომლისთვისაც ყველა თაობამ მსხვერპლი გაიღო. ამ ჩვენი ისტორიული მისწრაფების ხელშესახები აქტი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაა. ჩვენ, ქართველებმა, იმდროინდელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული დოკუმენტი შევქმენით და ევროპასთან ღირებულებითი კავშირის დეკლარირება შევძელით.

გაივლის 1 საუკუნე და რუსეთის ფედერაცია უკრაინის დასავლურ არჩევანს ახალი სამხედრო აგრესიით დაუპირისპირდება. უკრაინელი ხალხის გმირობისა და თავგანწირვის ფონზე კი უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის უპრეცედენტო შანსი ჩნდება - გავხდეთ ევროკავშირის ნაწილი და დავბრუნდეთ იქ, სადაც ჩვენი ფესვები და მისწრაფებებია.

საქართველოს მოქალაქეები შესაძლოა ბევრ საკითხზე ვერ ვთანხმდებოდეთ, მაგრამ თავისუფლება, მშვიდობა, ეკონომიკური მდგრადობა, ადამიანების უფლებების დაცვა და სამართლიანობა ის ღირებულებებია, რომლებიც გვაერთიანებს და რომელთა გარანტიც სწორედ ევროკავშირთან ინტეგრაციაა.

ვაჩვენოთ მსოფლიოს ქართველი ხალხის ერთგულება ევროპული არჩევანისა და დასავლური ღირებულებებისადმი", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორი, მოძრაობა "სირცხვილია".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა