თეგებით ძიება

"გთხოვთ, წაიკითხეთ რა... სასწრაფოა ყველაფერი. ჩვენთან ბიჭი მოვიდა. ფეხშიშველი, იმიტომ რომ ორივე ფეხიდან სისხლი სდის..." - რას წერს აკა სინჯიკაშვილი?

სამოქალაქო აქტივისტი, აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"გთხოვთ, წაიკითხეთ რა
ძალიან სასწრაფოა ყველაფერი.
ჩვენთან ბიჭი მოვიდა. ფეხშიშველი, იმიტომ რომ ორივე ფეხიდან სისხლი სდის და ისე აქვს გაშავებული, სასწრაფოდ თუ არ დავეხმარეთ, შეიძლება მართლა ორივე დაკარგოს. ფოტოს ვერ გაჩვენებთ, მართლა ჯოჯოხეთური სანახავია.ცოტა საჭმელი, ტანსაცმელი და თეთრეული ითხოვა.
მივედით სახლში და თურმე მოხუცი, ავადმყოფი ბებო ჰყავს, რომელიც საწოლიდან ვეღარ დგება და ბიჭიც ერთი წუთითაც ვერ ტოვებს მარტო
სახლში რა ხდება ვერც წარმოიდგენთ.
საერთოდ არავინ არ ჰყავთ და თვითონაც საოპერაციო, ასე უზის ბებოს მთელი დღე და ორივე ტკივილისგან და შიმშილისგან იტანჯება.
არ აქვთ არც საჭმელი, არც შუქი, არც ცხელი წყალი, არც წამლები და საერთოდ არაფერი.
ამ ბიჭს სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია, რომ სიარული შეძლოს. რა სჭირს ისიც არ ვიცით, მთლიანად გაშავებული აქვს ორივე ფეხი.
დღესვე უნდა წავიყვანოთ რომელიმე კლინიკაში. ბებოსთან მანამდე ჩვენგან დარჩება ვინმე.
გაგვივრცელეთ რა ეს პოსტი.გთხოვთ დახმარებას, ვისაც რა შეგიძლიათ.
ეს ბიჭი გმირია და გამოჯანმრთელებას იმსახურებს. ბებოს კი ასეთ ღრმა სიბერეში, საჭმელი, წამალი და ცხელი წყალი მაინც ჰქონდეს.
აბა ჩვენ ვიცით ჩვენც დღესვე დავიწყებთ ყველაფრის მოგვარებას
ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ -
ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი
GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისიბანკი
GE90TB7603845061100016
PayPal - [email protected]
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით - Akaki Sinjikashvili
#სიკეთეგადამდებია", - წერს სინჯიკაშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა