თეგებით ძიება

ხოშტარია სკანდალში ეხვევა - მისი ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება - რას ამბობენ "იმედში"?

"ქრონიკისთვის“ ცნობილი გახდა, რომ მოძრაობა „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, სოლიდური თანხები ირიცხება. საუბარია მილიონობით რუსულ რუბლზე.

მედიის ინფორმაციით, გადმორიცხვები არ შეჩერებულა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგაც. ცნობილი გახდა ასევე ის ფაქტიც, რომ ხოშტარიებმა აღნიშნული თანხის ნაწილით ბათუმში საცხოვრებელი ბინაც შეიძინეს.

„მგიმო“-ის კურსდამთავრებულმა და რუსეთის უსაფრთხოების დიპლომირებულმა სპეციალისტმა, ელენე ხოშტარიამ, რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის მიმართ სანქციების დაწესება მოითხოვა და მიზეზად გამოგონილი რუსული კავშირები დაასახელა", - აცხადებენ ტელევიზიაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა