თეგებით ძიება

"ბიძინას ფულებს უთვლით შვეიცარიის ბანკში და Елена Хоштария-ს რუსული რუბლების საქართველოში ჩარიცხვას "აპრავებთ"?!..." - ხათუნა ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ირგვლივ აგორებულ სკანდალს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"აუფ, ნიკამდრო მელია გამოესარჩლა Елена Хоштария-ს, პირად ინფორმაციას ავრცელებენო...
შე პიტალო, ივანიშვილის საბანკო ანგარიშეები პირადი არ არის?... სანქციებს რომ ითხოვთ და ფაქტების გარეშე რუსული ფულიაო რომ ყროყინებთ?!...
ბიძინას ფულებს უთვლით შვეიცარიის ბანკში და Елена Хоштария-ს რუსული რუბლების საქართველოში ჩარიცხვას აპრავებთ?!...
თქვენ, რუსეთის აგენტებო!
თქვენ, რუსეთუმეებო!
თქვენ, საქართველოს გამყიდველებო!
ფუ თქვენი რააა...", - წერს ხოფერია.

შეგახსენებთ, რომ "იმედის" ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას მამას რუსეთიდან მილიონობით რუბლი ერიცხება.

მოგვიანებით პოლიტიკოსმა ფეისბიქზე განმარტა: "მამაჩემი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიინსკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპექტაკლიდან უკვე 25 წელია".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა