ჩვენ ვერ ვუღალატებთ ჩვენს ხალხს, რომელიც ჩვენგან ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანას ელოდება - გია ვოლსკი
"ჰერჩინსკი სანამ გააკეთებდა ამ განცხადებას, გადაეხედა რეიტინგებისათვის, მართლმსაჯულების სისტემიდან დაწყებული, ეკონომიკურ თემებზე და განათლების სისტემით დამთავრებული," - ეს განცხადება "დღის კურიერის" ეთერში გია ვოლსკიმ გააკეთა.
"ჩვენ ვერ ვუღალატებთ ჩვენს ხალხს, რომელიც ჩვენგან ელოდება ისეთ ნაბიჯებს, რომ სამშვიდობოს გავიყვანოთ ქვეყანა. ჩვენი საზოგადოების ნაწილმა კარგად იცის, რა ხდება გარშემო. ომია მთავარი თემა, თორემ ჰერჩინსკი სანამ გააკეთებდა ამ განცხადებას, გადაეხედა რეიტინგებისათვის, მართლმსაჯულების სისტემიდან დაწყებული, ეკონომიკურ თემებზე და განათლების სისტემით დამთავრებული - განა პრობლემები არ არის, მაგრამ ეს ტენდენცია, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში შედგა, შეფასებულია უმაღლეს დონეზე - ათეულში ვართ, ოცეულში ვართ, სამეულში ვართ ბევრ საკითხებში და ვუსწრებთ ევროკავშირის ბევრ ქვეყანას, რომელსაც ჰერჩინსკი წარმოადგენს.
თუ ამის გათვალისწინებით, რაც ახლა ვთქვი, იქნება გადაწყვეტილება მიღებული, საზოგადოებას გაუჩნდება შეკითხვა, რომელსაც ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი და უნდა ვუთხრათ რაშია საქმე, თუ ეს ასეა, მაშინ რატომ იღებენ ისეთ რეზოლუციას? ლგბტ პროპაგანდის თემაზე თუ გამჭვირვალობის თემაზე? სხვა რა დავაშავეთ? რა გავაკეთეთ ისეთი, რაც სააკაშვილის პერიოდში გაკეთდა? გინდ რუსეთისთვის ტერიტორიის ჩაბარება და გინდ - ადამიანების პირდაპირ მოკვლა ღია ეთერში.
სალომე ზურაბიშვილის როლი სწორედ ესაა, რომ ეს სადიზმი, რომელიც ხალხს ახსოვს, ვინც ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობს და ხედავენ, რაშია საქმე, ისინი დაარწმუნოს, რომ სააკაშვილი კი არ მოვა, არამედ სალომე იქნება ადამიანი, ვინც პრემიერ-მინისტრს დაასახელებს ახლა და სალომე იქნება ზურაბიშვილი, ვინც მთავრობის შემადგენლობას შემოიყვანს. ეს არის სურათი, რომელიც ჰერჩინსკის განცხადებასთან ერთად უნდა განვიხილოთ," - განაცხადა გია ვოლსკიმ.